ავტორიზაცია

მანჩესტერის გარდა, მამარდაშვილით სხვა ინგლისური გრანდიც დაინტერესდა - Marca

მანჩესტერის გარდა, მამარდაშვილით სხვა ინგლისური გრანდიც დაინტერესდა - Marca
თარიღი 01 ივნ 2022, 00:26

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

როგორც Marca იტყობინება, ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ინგლისური გრანდის ყურადღება მიიქცია, მათ შორის - „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ახლა უკვე ტოტენჰემისაც“. 

როგორც ცნობილია, „ღამურებსა“ და „დეზებს“ შორის კარგი ურთიერთობაა, რაც ტრანსფერის ალბათობას საგრძნობლად ზრდის.

ჯერჯერობით, „ვალენსიას“ მამარდაშვილის თაობაზე არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ცნობილია, რომ გიორგის გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.