ავტორიზაცია

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი: "როგორც ფეხბურთელი, მესი ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე ადრე"

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი: "როგორც ფეხბურთელი, მესი ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე ადრე"
თარიღი 01 ივნ 2022, 10:25

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი აცხადებს, რომ გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის ახლა უფრო კარგად ესმის თამაში, ვიდრე ადრე.

"მესი ახლა უფრო გამოცდილია. ძალიან ჭკვიანი ბიჭია. საფეხბურთო თვალსაზრისით, ლეომ დიდ პროგრესს მიაღწია", - ციტირებს "ალბისელესტეს" თავკაცის სიტყვებს Ole.

"ჩემი აზრით, როგორც ფეხბურთელი, ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე აქამდე".

"რა თქმა უნდა, ადრე ბრწყინავდა... იმას აძლევდა პასს, ვისაც უნდოდა და ბურთთან ერთად ყველაფერს აკეთებდა. ახლა ბევრად უკეთესად ესმის თამაში. გაზრდა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია", - დასძინა სკალონიმ.

მოგეხსენებათ, მესი ამჟამად 34 წლის არის, ეროვნული ნაკრების რიგებში მისი დებიუტი 2005 წელს, 17 წლის ასაკში შედგა.