ავტორიზაცია

მორიგი ფორვარდი ბარსელონას რადარზე — კატალონიელები ფრანგ ბომბარდირს უმიზნებენ

მორიგი ფორვარდი ბარსელონას რადარზე — კატალონიელები ფრანგ ბომბარდირს უმიზნებენ
თარიღი 01 ივნ 2022, 10:44

"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მონაკოს" თავდამსხმელის, ვისამ ბენ იედერის შეძენის ვარიანტს განიხილავს.

როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება, 31 წლის ფორვარდის მომავალი გაურკვეველია.

არ არის გამორიცხული, ბევრი უცხოური კლუბის ინტერესის ფონზე, რომელთა შორის "ბლაუგრანაცაა", გამოცდილმა ფეხბურთელმა მონაკოელთა რიგები დატოვოს.

ვისამი "მონაკოს" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და გუნდის კაპიტანია. იქამდე იგი "სევილიასა" და "ტულუზას" ღირსებას იცავდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ბენ იედერმა ყველა ტურნირზე ერთად მონაკოელთა რიგებში 52 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.