ევრა: "პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში ყოველთვის განტევების ვაცი იყო, მისი წასვლის დრო მოვიდა"

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი, პატრის ევრა თანამემამულე პოლ პოგბასადმი არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, 29 წლის სუპერვარსკვლავი "ეშმაკუნების" რიგებში 2016 წლიდან ასპარეზობს.
"თავიდანვე მქონდა განცდა, რომ ეს ტრანსფერი არ გაამართლებდა. ჯერ ერთი, დიდი თანხის სანაცვლოდ მოვიდა. პოლისგან ჰეთ-თრიქებს ელოდებიან - ის ნახევარმცველია. ყველას ვთხოვ, სტატისტიკას იმ დროიდან გადახედონ, როცა პოლი "იუვენტუსში" თამაშობდა, დღეის ჩათვლით. ტურინში თამაშისას ბევრად მეტ წარმატებას მიაღწია".
"კლუბის ფარგლებს გარეთ ყველა პოლზე იყო კონცენტრირებული: სოციალური ქსელები, ხალხი მის ვარცხნილობაზე ლაპარაკობდა, როდესაც არ თამაშობდა, აგრეთვე მისი და ჟოზე მოურინიოს საგას განიხილავდნენ. თითქოს ეს ხალხი კლუბზე მეტია. ვბრაზდებოდი, როცა ჩვენ "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩზე ვსაუბრობდით, პრესაში კი პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოზე ლაპარაკობდნენ".
"ეს სამწუხაროა იმ პოტენციალის გამო, რომელსაც ფლობს. ახლა მას უსტვენენ, რაც მიუღებელია, რადგან "იუნაიტედის" გულშემატკივრები ფეხბურთელს არასოდეს უსტვენენ".
"წასვლის დრო მოვიდა, წარმატებები მას, მაგრამ ეს სამწუხაროა, იმიტომ, რომ "იუნაიტედი" უყვარს. დეპრესიაშიც კი იყო, მაგრამ პოლი ყოველთვის განტევების ვაცი გახლდათ. თუმცა, შეეძლო უფრო სტაბილური ყოფილიყო, მანაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ეს მაინც უსამართლობაა, ხალხი მას ზედმეტად მკაცრად ექცეოდა", - ციტირებს ევრას სიტყვებს Mirror-ი.