ავტორიზაცია

რეალი ჩუამენის ტრანსფერს ამ კვირაში დახურავს, პირობები ცნობილია — RMC Sport

რეალი ჩუამენის ტრანსფერს ამ კვირაში დახურავს, პირობები ცნობილია — RMC Sport
თარიღი 01 ივნ 2022, 12:58

"რეალი" "მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის შეძენასთან ახლოს არის, იტყობინება RMC Sport-ი.

ცნობილი ფრანგული გამოცემის თანახმად, მადრიდული გრანდი 22 წლის ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს გადაიხდის. დამატებით 20 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

როგორც ვარაუდობენ, ახალგაზრდა ფრანგის ტრანსფერს "სამეფო კლუბი" ამ კვირაში დახურავს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაცით, ჩუამენი "რეალთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

2021/22 წლების სეზონში ორელიენმა "მონაკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.