ავტორიზაცია

"შესაფერისი დრო მალე დადგება", - დი მარიამ გაამხილა, თუ როდის დაასრულებს სანაკრებო კარიერას

"შესაფერისი დრო მალე დადგება", - დი მარიამ გაამხილა, თუ როდის დაასრულებს სანაკრებო კარიერას
თარიღი 01 ივნ 2022, 13:19

არგენტინელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როდის დაასრულებს სანაკრებო კარიერას.

"ამისათვის შესაფერისი დრო მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დადგება", - ციტირებს 34 წლის სამხრეთამერიკელის სიტყვებს Reuters-ი.

"ბევრი ბიჭი ასპარეზობს საერთაშორისო დონეზე, უკეთესები ხდებიან და ნელ-ნელა დაამტკიცებენ, რომ აღნიშნულ დონეზე თამაშს იმსახურებენ", - დასძინა ანხელმა.

ცნობისთვის, დი მარიას "ალბისელესტეს" მაისურით საერთო ჯამში 121 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო.

მოგეხსენებათ, ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს აიღებს სტარტს და 18 დეკემბერს დასრულდება.