ავტორიზაცია

"ერთად მივაღწიეთ იმას, რაც ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევა", - ბეილი რეალს ემოციურად დაემშვიდობა

"ერთად მივაღწიეთ იმას, რაც ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევა", - ბეილი რეალს ემოციურად დაემშვიდობა
თარიღი 01 Jun 2022, 13:56

"რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, რომელიც მადრიდულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, "სამეფო კლუბს" ემოციური განცხადებით ემშვიდობება.

მოგეხსენებათ, უელსელი ესპანეთის დედაქალაქში 2013 წლიდან ასპარეზობდა. ამ დროის განმავლობაში მან ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, ხოლო ლა ლიგა 3-ჯერ მოიგო.

"ამ შეტყობინებაში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, ძველსა და ამჟამინდელს, თანამშრომლებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ".

"აქ 9 წლის წინ მოვედი, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თავისი ოცნების ახდენა უნდოდა - "რეალში" თამაში. ამ თეთრი მაისურის მორგება, ამ ემბლემის ხილვა საკუთარ მკერდზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში, ტიტულების მოგება და იმის ნაწილად ქცევა, რითაც ეს კლუბია სახელგანთქმული - ჩემპიონთა ლიგის მოგება".

"ახლა შემიძლია უკან გავიხედო, დავფიქრდე და გულახდილად ვაღიარო, რომ ოცნება ავიხდინე - უფრო მეტიც კი".

"ამ კლუბის ისტორიის ნაწილად ყოფნა, იმის მიღწევა, რაც შევძელით, - ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იყო, რასაც არასოდეს დავივიწყებ".

"ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, ხოსე ანხელ სანჩესსა და ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ამ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მაჩუქეს".

"ერთად შევქმენით მომენტები, რომლებიც კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევა. ჩემთვის ეს პატივი იყო. მადლობა! HALA MADRID!", - წერს ბეილი თავის გამოსამშვიდობებელ წერილში.