ავტორიზაცია

რეალი ლეაოსადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს და მზადაა მის ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს — AS

რეალი ლეაოსადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს და მზადაა მის ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს — AS
თარიღი 01 ივნ 2022, 14:28

"რეალი" "მილანის" თავდამსხმელ რაფაელ ლეაოსადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი, რომელსაც ცენტრალური თავდამსხმელისა და მარცხენა გარემარბის პოზიციებზე შეუძლია თამაში, მადრიდული გრანდის სამიზნეთა სიაშია.

ამჟამად 22 წლის შემტევის კლაუსულა 150 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიური გრანდი, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი "ბლანკოსის" ინტერესის შესახებ იცის, ახალი კონტრაქტის განსახილველად მის აგენტს უკვე დაუკავშირდა და გამოსასყიდი თანხის 200-250 მილიონამდე გაზრდა სურს.

თავის მხრივ, "როსონერი" "რეალის" გარემარბ მარკო ასენსიოთი და ფორვარდ ლუკა იოვიჩით ინტერესდება. "სამეფო კლუბი" კი მზადაა ფასის დაკლების მიზნით ლეაოს ტრანსფერში ორივე მათგანი ჩართოს.

რაფაელი "მილანში" ძალიან ბედნიერია და მზად არის ამ კლუბში თამაში განაგრძოს. თუმცა, უთუოდ დათანხმდება "რეალში" გადასვლას, თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს.

გასულ სეზონში ლეაომ ყველა ტურნირზე ერთად მილანელთა მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.