ავტორიზაცია

"ამჟამად ბარსელონა ლევანდოვსკის ვერ იყიდის", - ლა ლიგის პრეზიდენტმა მიზეზებიც ახსნა

"ამჟამად ბარსელონა ლევანდოვსკის ვერ იყიდის", - ლა ლიგის პრეზიდენტმა მიზეზებიც ახსნა
თარიღი 01 Jun 2022, 14:54

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ამჟამად "ბარსელონა" "ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ვერ შეიძენს.

"ბარსელონამ" იცის, რა უნდა გააკეთოს. კლუბი იცნობს ეკონომიკურ კონტროლთან დაკავშირებულ ჩვენს წესებს და მშვენივრად მოეხსენება, თუ როგორ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. წესები იმისათვის არსებობს, რათა კლუბებს სერიოზული ფინანსური პრობლემები არ შეექმნათ".

"არ ვიცი, გაყიდის თუ არა "ბარსა" დე იონგს, პედრის ან პეპიტო პერესს (ალბათ, ტებასმა 1885 წელს ბარსელონაში დაბადებულ ესპანელ ჯამბაზ პეპიტო პერესზე იხუმრა)".

"იციან, რა უნდა გააკეთონ, - გაყიდონ მოთამაშეები და გაზარდონ შემოსავალი. აი, რა სჭირდებათ. "ბარსელონამ" ბოლო წლებში ფინანსურად ძალიან იზარალა, ეს თავიდან უნდა აიცილონ, მარაგი უნდა შეავსონ. "რეალი" ამას აკეთებს, "ბარსას" კი ყველაფერი ცარიელი აქვს".

"ახლა "ბარსელონას" ლევანდოვსკის ყიდვა არ შეუძლია", - ციტირებს ლა ლიგის პრეზიდენტის სიტყვებს Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს კატალონიურ გრანდში გადასვლა ივნისის თვის შუა რიცხვებში სურს.