ავტორიზაცია

ლევანდოვსკის მეგობარი და PR მენეჯერი: "რობერტს ბაიერნის მხრიდან ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებია"

ლევანდოვსკის მეგობარი და PR მენეჯერი: "რობერტს ბაიერნის მხრიდან ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებია"
თარიღი 01 ივნ 2022, 16:58

"ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის მეგობარმა, ტომაშ ზავისლიაკმა მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელმა ამ ზაფხულს გუნდის დატოვების სურვილი ღიად გამოთქვა, მაგრამ "რეკორდმაისტერის" ბოსები მის გაშვებას არ აპირებენ.

"თუ ბოლო თვეებში კლუბის საქციელს შეხედავთ, მიხვდებით, რომ რობერტი მის სამომავლო გეგმებში ნამდვილად არ შედის".

"ძალიან სამწუხაროა, ხელმძღვანელობის არცერთ წევრს არ მოუნდომებია გულწრფელი, ღია საუბარი".

"რობერტს ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებია. ამიტომაც, "ბაიერნმა" ის დაკარგა, როგორც პიროვნება", - ციტირებს Sky Sport-ი ზავისლიაკის სიტყვებს, რომელიც აგრეთვე ლევანდოვსკის პიარ მენეჯერიცაა.