ავტორიზაცია

მოლაპარაკებები დაიწყო — ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედს დე იონგის ფასი შეუთვალა

მოლაპარაკებები დაიწყო — ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედს დე იონგის ფასი შეუთვალა
თარიღი 01 ივნ 2022, 17:06

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბარსელონამ" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.

კატალონიური გრანდი ოფიციალურ წინადადებას ელოდება და 25 ჰოლანდიელს დაახლოებით 85 მილიონ ევროდ აფასებს.

მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგების დატოვება არ უნდა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

თუმცა, "ეშმაკუნები" აღნიშნული ტრანსფერის გაჩარხვას მაინც ეცდებიან, "ბარსა" კი დე იონგის გაყიდვას შეიძლება ფინანსური პრობლემების გამო დათანხმდეს.

ცნობისთვის, ფრენკის "ბლაუგრანასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 

2021/22 წლების სეზონში დე იონგმა "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.