ავტორიზაცია

კვლავ ერთად? — რონალდუს სუპერ აგენტი ასენსიოს ტრანსფერზე მუშაობს

კვლავ ერთად? — რონალდუს სუპერ აგენტი ასენსიოს ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 01 ივნ 2022, 17:12

"რეალის" შემტევი ნახევარმცველი, მარკო ასენსიო შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდეს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა El Chiringuito.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ესპანელი ფეხბურთელის ინგლისურ გრანდში ტრანსფერზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი, ჟორჟე მენდეში მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი, რომელიც უკვე წლებია მანიკუნიანელთა თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ინტერესების დამცველია, ასენსიოს წარმომადგენელი აპრილში გახდა. იგი თავისი კლიენტის "ემიუში" გადასვლითაა დაინტერესებული.

მარკოს "რეალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბმა მას ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზა, მაგრამ ხელფასის გაზრდას ვერ ჰპირდება.

2021/22 წლების სეზონში ასენსიომ ყველა ტურნირზე ერთად "ბლანკოსის" ღირსება 42 მატჩში დაიცვა, 12 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.