ავტორიზაცია

ვინ შეცვლის მანეს? — ლივერპულის ხელმძღვანელობამ 5 კანდიდატი შეარჩია

ვინ შეცვლის მანეს? — ლივერპულის ხელმძღვანელობამ 5 კანდიდატი შეარჩია
თარიღი 01 ივნ 2022, 17:27

"ლივერპულის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ სადიო მანეს შემცვლელის ძიებაშია, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი იტყობინება, მერსისაიდელთა ბოსებმა რამდენიმე კანდიდატი უკვე შეარჩიეს და შორტ ლისტიც შეადგინეს.

ასე და ამგვარად, "ლივერპული" ახალი თავდამსხმელის ყიდვას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ მანეს სანაცვლოდ არანაკლებ 40 მილიონ ევროს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "წითლების" სიაში არიან: სერჟ გნაბრი ("ბაიერნი"), კრისტიან პულიშიჩი ("ჩელსი"), არნო დანიუმა ("ვილიარეალი"), ჟოაო პედრო და ისმაილა სარი (ორივე - "უოტფორდი").

აღსანიშნავია, რომ გნაბრის "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება და მიუნხენელებს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ უთანხმდება. თავის მხრივ, ფინანსური თვალსაზრისით, "ლივერპულს" პულიშიჩის ყიდვა გაუჭირდება. შესაბამისად, მერსისაიდელთა ყურადღებას ყველაზე მეტად დანიუმა და ჟოაო პედრო იპყრობენ, რომელთა შეძენაც შედარებით იაფადაა შესაძლებელი.