ავტორიზაცია

"არ გამოვიდა ისეთი სეზონი, როგორიც მინდოდა", - დეპაი ბარსელონაში საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"არ გამოვიდა ისეთი სეზონი, როგორიც მინდოდა", - დეპაი ბარსელონაში საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 01 ივნ 2022, 18:01

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდში დარჩენას აპირებს.

"სეზონი დასრულდა. ისე არ წარიმართა, როგორც მინდოდა. ლიონელ მესი წავიდა, ესეც მოულოდნელობა იყო. შეუფერებელ მომენტში ტრავმა მივიღე და არცთუ ისე ცოტა დრო გამიცდა".

"მაგრამ თავდაუზოგავად ვმუშაობდი, ჩუმად ვიყავი და დავამტკიცე, რომ იმაზე უკეთესი ვარ, ვიდრე შეიძლება მოგეჩვენოთ. საბედნიეროდ, ამ ყველაფრის შემდეგ თავის გამოჩენის შესაძლებლობა მქონდა და მალე ისევ დავიწყე გატანა".

– გსურს თუ არა კლუბში დარჩენა?

"დიახ", - ციტირებს 28 წლის ჰოლანდიელის სიტყვებს NOS-ი.

ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში დეპაიმ, რომელიც "ბარსელონას" გასულ ზაფხულს "ლიონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.