ავტორიზაცია

ხავის სურვილის მიუხედავად, ბრეიტვეიტი ბარსელონადან წასვლას არ აპირებს

ხავის სურვილის მიუხედავად, ბრეიტვეიტი ბარსელონადან წასვლას არ აპირებს
თარიღი 01 ივნ 2022, 22:19

მარტინ ბრეიტვეიტი ზაფხულში „ბარსელონას“ დატოვებას არ აპირებს.

„ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა დანიელ თავდამსხმელს უთხრა, რომ მის გეგმებში არ შედის და სჯობს, გუნდი შეიცვალოს.

ფეხბურთელს მსურველებიც ჰყავს, თუმცა როგორც გამოცემა Diario Sport იტყობინება, წასვლას საერთოდ არ აპირებს და „ბარსელონაში“ ყოფნა სავსებით აკმაყოფილებს.

ხავის დანიშვნის შემდეგ ბრეიტვეიტმა „ბარსას“ მაისურით მოედანზე მხოლოდ 22 წუთი ჩაატარა: 10 ლა ლიგაში და 12 ესპანეთის თასზე.

„ბარსელონაში“ ძალით ყოფნა ბრეიტვეიტს 2024 წლამდე შეუძლია, სწორედ ამ წლის ზაფხულში ეწურება მას გუნდთან კონტრაქტი.