ავტორიზაცია

ლუკაკუ მზადაა ინტერში გადასვლის გამო ხელფასი საგრძნობლად დაიკლოს

ლუკაკუ მზადაა ინტერში გადასვლის გამო ხელფასი საგრძნობლად დაიკლოს
თარიღი 01 ივნ 2022, 23:02

Daily Mail-ის ინფორმაციით, ბელგიელ ფორვარდს რომელუ ლუკაკუს „ჩელსის“ დატოვება და „ინტერში“ დაბრუნება სურს.

ლუკაკუსთვის „ჯუზეპე მეაცაზე“ დაბრუნება მთავარი პრიორიტეტია და საამისოდ, ის მზად არის ხელფასი საგრძნობლად დაიკლოს.

ამჟამად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, ტრანსფერი მართლაც შედგეს. თუმცა, ამ ეტაპზე „ინტერი“ მხოლოდ იჯარის ხელშეკრულებას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ „ჩელსიში“ „ინტერიდან“ 2021 წლის ზაფხულში 115 მლნ ევროდ გადავიდა და რამდენიმე თვეში იტალიურ გამოცემას გამოუტყდა, რომ გადადგმულ ნაბიჯს ნანობს.