მორიგი ინდივიდუალური ჯილდო — ფინალისიმას საუკეთესო მოთამაშედ მესი დასახელდა
მოგეხსენებათ, გუშინ ღამით, ერთმანეთს კოპა ამერიკისა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები დაუპირისპირდნენ.
"ფინალისიმა" არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - "ალბისელესტემ" იტალია ანგარიშით 3:0 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა კაპიტანი, ლიონელ მესი დასახელდა.
34 წლის სუპერვარსკვლავმა "სკუადრა აძურას" წინააღმდეგ ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა - პირველ ტაიმში ლაუტარო მარტინესს გაატანინა, მეორე ნახევარში კი პაულო დიბალას.
მესიმ კარიერაში მე-40 ტიტული მოიგო, ლეომ ყოფილ თანაგუნდელს ანდრეს ინიესტას (39 ტიტული) გადაასწრო და მხოლოდ ბრაზილიელ დანი ალვეშს (46 ტიტული) ჩამორჩება.