ავტორიზაცია

მანჩინი არგენტინასთან მარცხზე: "ძალიან ცოტა მომენტი შევქმენით, მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო"

მანჩინი არგენტინასთან მარცხზე: "ძალიან ცოტა მომენტი შევქმენით, მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო"
თარიღი 02 ივნ 2022, 11:12

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ "ფინალისიმაში" არგენტინასთან მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, "სკუადრა აძურა" "ალბისელესტესთან" ანგარიშით 0:3 განადგურდა.

"პირველ ტაიმში ორი შეცდომა დავუშვით, რასაც ორი გოლი მოჰყვა, შემდეგ კი ისინი უკეთესად ფლობდნენ ბურთს და ჩვენზე კარგები იყვნენ".

"გოლის გატანა უნდა გვეცადა, მაგრამ ცოტა მომენტი გვქონდა. პირველ ნახევარში საკმაოდ კარგად ვმოქმედებდით და თამაშში ვიყავით".

"მეორე ტაიმში ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ იმისათვის, რათა სხვაობის აღმოფხვრა გვეცადა", - ციტირებს "სკუადრა აძურას" დამრიგებლის სიტყვებს Sky Italia.