"მზად ვართ ნებისმიერ გუნდთან სათამაშოდ", - მესის პირველი განცხადება ფინალისიმას მოგების შემდეგ
არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "ფინალისიმაში" იტალიასთან გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.
მოგეხსენებათ, "ალბისელესტემ" "სკუადრა" აძურა ანგარიშით 3:0 გაანადგურა, 34 წლის სუპერვარსკვლავმა კი ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
"მზად ვართ ნებისმიერ გუნდთან სათამაშოდ. დღეს კარგი გამოცდა ჩავაბარეთ, იტალია ჩინებული გუნდია. ვიცოდით, რომ კარგი თამაში იქნებოდა და სასიამოვნოა ასეთ გარემოში ჩემპიონობა".
"შესანიშნავი ფინალი გამოვიდა, სტტადიონი არგენტინელებით სავსე გახლდათ. მშვენიერი იყო", - ციტირებს მესის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ცნობისთვის, ლეო აღნიშნული დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.