ავტორიზაცია

ლაუტარო ფინალისიმას მოგებაზე: "ვგრძნობთ, რომ გულშემატკივრებთან ახლოს ვართ, რაც გვეხმარება"

ლაუტარო ფინალისიმას მოგებაზე: "ვგრძნობთ, რომ გულშემატკივრებთან ახლოს ვართ, რაც გვეხმარება"
თარიღი 02 ივნ 2022, 11:21

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა "ფინალისიმაში" იტალიის დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ლიონელ სკალონის გუნდმა "სკუადრა აძურა" ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

"ფასდაუდებელია. ძალიან გახარებულები ვართ დამსწრეთა გამო, ნაჩვენები თამაშითა და იმით, რასაც ეს გუნდი წარმოადგენს".

"სიმართლე ის არის, ეს შესანიშნავია - გრძნობდე სიმპათიას მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროცესი დავიწყეთ. ყოველთვის ვგრძნობთ, რომ გულშემატკივრებთან ახლოს ვართ, რაც გვეხმარება", - დასძინა "ინტერის" ფორვარდმა.

"ფინალისიმა" ახალი ტურნირია, სადაც ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულები ხვდებიან.