ავტორიზაცია

დი მარია: "კოპა ამერიკის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ტვირთი მოგვეხსნა და ახლა თამაშით სიამოვნებას ვიღებთ"

დი მარია: "კოპა ამერიკის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ტვირთი მოგვეხსნა და ახლა თამაშით სიამოვნებას ვიღებთ"
თარიღი 02 ივნ 2022, 11:37

არგენტინის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ "ფინალისიმას" ეგიდით იტალიასთან გამართულ მატჩზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, "ალბისელესტემ" "სკაუდრა აძურა" ანგარიშით 3:0 გაანადგურა და ტიტულს დაეუფლა.

"ძალიან გახარებული ვარ ამ ტიტულის მოგებით. კოპა ამერიკის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მხრებიდან ტვირთი მოგვეხსნა და ახლა თამაშით სიამოვნებას ვიღებთ, კარგ დროს ვატარებთ. ჩვენთვის ყველაფერი გაცილებით მარტივია".

"თავი ტრიალებს, მაგრამ ყოველთვის მყარად უნდა ვიდგეთ ფეხზე", - ციტირებს 34 წლის ფეხბურთელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი მეორე გოლი სწორედ დი მარიას ანგარიშზეა.