"ნამდვილი მასტერკლასი მოაწყო, მთელი თავისი ოსტატობა გამოავლინა", - უეფამ მესის თამაში შეაფასა

უეფას ტექნიკურ დამკვირვებელთა ჯგუფმა იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ლიონელ მესის თამაში გამოარჩია.
მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი 2022 წლის "ფინალისიმას" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, სადაც "ალბისელესტემ" "სკუადრა აძურა" ანგარიშით 3:0 გაანადგურა.
"თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა მატჩის მიმდინარეობას. მთელი თავისი ოსტატობა გამოავლინა, ლაუტაროს ასისტი გაუკეთა და სხვა თანაგუნდელებს მომენტები შეუქმნა".
"არ გაუმართლა, რადგან თავად ვერ გაიტანა. "უემბლიზე" შეკრებილებს ნამდვილი მასტერკლასი მოუწყო - ისეთი, რომ აღტაცებული დატოვა", - წერია უეფას ოფიცალურ საიტზე.
მიუხედავად უგოლო შეხვედრისა, მესიმ აღნიშნულ დაპირისპირებაში ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.