ავტორიზაცია

ემი მარტინესი: "გახდე ჩემპიონი მარაკანაზე და უემბლიზე - ეს სიზმარია და არ ვიცი, გავიღვიძებ თუ არა"

ემი მარტინესი: "გახდე ჩემპიონი მარაკანაზე და უემბლიზე - ეს სიზმარია და არ ვიცი, გავიღვიძებ თუ არა"
თარიღი 02 Jun 2022, 12:11

არგენტინის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა, ემილიანო მარტინესმა "ფინალისიმას" მოგების შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, "ალბისელესტემ" "უემბლიზე" გამართულ შეხვედრაში იტალიის ნაკრები ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

"გახდე ჩემპიონი "მარაკანაზე" (კოპა ამერიკის ეგიდით) და "უემბლიზე" - ეს სიზმარია და არ ვიცი, გავიღვიძებ თუ არა".

"აქ ოჯახი მყავს. ლონდონის ცენტრში გულშემატკივრებთან ერთად ადევნებდნენ თვალყურს თამაშს, სტადიონზე კი 60 ათას არგენტინელზე მეტი იყო, ამიტომაც თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში".

"ჩვენი გულშემატკივრები უნდა დავაფასოთ, რადგან ამ მატჩის საყურებლად და ჩვენს მხარდასაჭერად ამხელა გზა გამოიარეს. მათით ვამაყობ", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი მარტინესის სიტყვებს.