ავტორიზაცია

მილანმა რომას ძანიოლოს სანაცვლოდ ფული და ფეხბურთელი შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა

მილანმა რომას ძანიოლოს სანაცვლოდ ფული და ფეხბურთელი შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 02 ივნ 2022, 12:31

"მილანს" "რომას" შემტევი ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერში თავისი ფეხბურთელის ჩართვა უნდოდა, იტყობინება ცნობილი გამოცემა Football Italia.

"როსონერის" ხელმძღვანელობამ რომაელებს 22 წლის ნახევარმცველი, ალექსის სალემაკერსი და 25 მილიონი ევრო შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, "მგლებმა" აღნიშნული წინადადება იუარეს, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ბელგიელის დამატებით დაინტერესებული არ არის.

კლუბები მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ცნობისთვის, ძანიოლოს "რომასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

2021/22 წლების სეზონში ნიკოლომ ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.