ავტორიზაცია

ტენ ჰაგის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე მანჩესტერში შესაძლო გადასვლას ეხმაურება

ტენ ჰაგის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე მანჩესტერში შესაძლო გადასვლას ეხმაურება
თარიღი 02 ივნ 2022, 12:47

"აიაქსის" მცველი, იურიენ ტიმბერი "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან არსებულ ინტერესზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემი შინაგანი გრძნობებიდან გამომდინარე მივიღებ. სურათი სწორი უნდა იყოს", - ციტირებს 20 წლის ჰოლანდიელის სიტყვებს Manchester Evening News-ი.

"დიდ კლუბში გადასვლა შესაძლებელია. მაგრამ თუ იქ ვერ ვითამაშებ, უმჯობესია "აიაქსში" დავრჩე. "აიაქსიც" დიდი კლუბია, ჩემპიონთა ლიგაზე ვვასპარეზობთ, აქ ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ. ცარიელი ადგილი არ არის".

"ცხადია, განვითარების გაგრძელება "აიაქსშიც" შემიძლია. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. არ მაქვს განცდა, რომ ჩემი კარიერის ეს ეტაპი დასრულებულია. მაგრამ სხვა კლუბებშიც შემიძლია პროგრესი".

"ახლა სანაკრებო მატჩებზე ვარ კონცენტრირებული, შემდეგ შვებულებაში გავალ და ამაზე ფიქრისთვის მეტი დრო მექნება", - დასძინა ტიმბერმა.