ავტორიზაცია

"ბუსკეტსი ხშირად ხდება უსამართლო კრიტიკის მსხვერპლი", - ლუის ენრიკემ მიზეზიც ახსნა

"ბუსკეტსი ხშირად ხდება უსამართლო კრიტიკის მსხვერპლი", - ლუის ენრიკემ მიზეზიც ახსნა
თარიღი 02 Jun 2022, 13:21

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს აზრით, სერხიო ბუსკეტსი უსამართლო კრიტიკის მსხვერპლი ხშირად ხდება.

"ბუსი გამორჩეულია. მას ხშირად აკრიტიკებენ უსამართლოდ, რადგან როცა შენს სახეს დიდი ხნის მანძილზე ხედავენ, იღლებიან".

"მინდა, რომ გუნდის ლიდერად დარჩეს, შეუძლია იმდენი წელი ითამაშოს, რამდენსაც მოისურვებს. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია".

"დასასვენებლად მეტ დროს მივცემდი, მაგრამ ნაკრებს სჭირდება და საკუთარ თავს ამის გაკეთების უფლებას ვერ მივცემ", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, "ფურია როხას" მაისურით 33 წლის ბუსკეტსის დებიუტი 2009 წელს შედგა.