ავტორიზაცია

ოფიციალურად: სევილიას ცენტრალური მცველი პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდა

ოფიციალურად: სევილიას ცენტრალური მცველი პრემიერ ლიგის კლუბში გადავიდა
თარიღი 02 ივნ 2022, 13:30

"სევილიას" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, დიეგო კარლოსი "ასტონ ვილაში" ითამაშებს.

ბირმინგემული კლუბი იუწყება, რომ 29 წლის უკანახაზელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც აღინიშნება, სამხრეთამერიკელი უკანახაზელი ახალ გუნდს 10 ივნისს შეუერთდება.

"ასტონ ვილას" დიეგო კარლოსის ტრანსფერი 30,5 მილიონი ევრო დაუჯდა.

2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად "სევილიას" ღირსება 45 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.