ავტორიზაცია

"მახსოვს, როგორ უნდოდა რიბერის რეალში გადასვლა", - მიულერი ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე

"მახსოვს, როგორ უნდოდა რიბერის რეალში გადასვლა", - მიულერი ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე
თარიღი 02 ივნ 2022, 13:57

"ბაიერნის" თავდამსხმელი, ტომას მიულერი მიუნხენური გრანდის დატოვების თაობაზე თანაგუნდელ რობერტ ლევანდოვსკის სურვილს გამოეხმაურა.

"დიდი ხანია, რაც პარტნიორები ვართ და რა თქმა უნდა, მის დარჩენას ვისურვებდი", - აცხადებს გერმანელი Kicker-თან ინტერვიუში.

"ახლა შესვენებაა და მსგავსი რამ ასეთ პერიოდებში ბევრჯერ გაგვივლია. მახსოვს, როგორ უნდოდა ფრანკ რიბერის "რეალში" გადასვლა".

"ერთი რამ ცხადია: თითოეული ფეხბურთელი, რომელსაც 1 სექტემბრისთვის მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი ექნება, კარგად თამაშს მოისურვებს. რადგან ცუდი თამაში არცერთი ფეხბურთელისთვის არ არის სასიამოვნო", - დასძინა მიულერმა.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა "ბაიერნიდან" წასვლის სურვილი საჯაროდ უკვე არაერთხელ გამოთქვა და მისი ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი "ბარსელონაა".