ავტორიზაცია

ალტერნატივა შერჩეულია — ვის შეძენას ეცდება ბარსა ლევანდოვსკის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?

ალტერნატივა შერჩეულია — ვის შეძენას ეცდება ბარსა ლევანდოვსკის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?
თარიღი 02 ივნ 2022, 14:11

"ბარსელონამ" შესაძლოა "ჩელსის" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ დაიმატოს, თუ "ბაიერნის" ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის ვერ შეიძენს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიური გრანდის პრიორიტეტი პოლონელია, მაგრამ "ბარსაში" არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ მიუნხენური გრანდი მის გაშვებას დათანხმდება.

თუ ლევანდოვსკის ტრანსფერი ჩაიშლება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ბელგიელზე გადაიტანენ ყურადღებას, რომლითაც "ბაიერნიც" ინტერესდება.

"ბარსელონას" ლუკაკუს სათამაშო თვისებები მოსწონს. "არისტოკრატთა" შემტევის ტრანსფერზე ჯერ კიდევ რონალდ კუმანი ოცნებობდა, მაგრამ 2020 წლის ზაფხულში გარიგების გაჩარხვას ხელი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ფინანსურმა პრობლემებმა შეუშალა.

"ბლაუგრანაში" აცნობიერებენ, რომ "არისტოკრატთა" ფორვარდში ბევრს ვერ გადაიხდიან და პოტენციურ ტრანსფერს "ჩელსისთვის" სასარგებლოდ განიხილავს. რომელუს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა, რაც კატალონიელებმა კარგად იციან. მიუხედავად ამისა, ლუკაკუსთვის მთავარი ვარიანტი კვლავ "ინტერია", სადაც ლონდონში გადაბარგებამდე ასპარეზობდა. ამ შემთხვევაში, "ბარსას" შეიძლება ის დაეხმაროს, რომ "ნერაძური" მხოლოდ იჯარაზეა თანახმა.

2021/22 წლების სეზონში 29 წლის ბელგიელმა ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" რიგებში 44 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.