ავტორიზაცია

საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არ არის — იუვენტუსი ორ ხმაურიან უფასო ტრანსფერზე მუშაობს

საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ კიდევ არ არის — იუვენტუსი ორ ხმაურიან უფასო ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 02 Jun 2022, 14:58

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ანხელ დი მარიასა და პოლ პოგბას ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს, წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

გავრცელებული ინფორმაციით, არცერთ ამ ფეხბურთელთან, რომლებიც "პსჟ"-სა და "მანჩესტერ იუნაიტედს" უფასოდ ტოვებენ, "ბიანკონერის" საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია.

რამდენიმე დღის წინ, იტალიური გრანდის ბოსები დი მარიას აგენტებს შეხვდნენ. მხარეებს შორის კონტაქტი გრძელდება, მაგრამ ტრანსფერი შეთანხმებული არ არის, რადგან "იუვეს" ეჭვი ეპარება იმაში, რომ 34 წლის არგენტინელი შეტევის გასაძლიერებლად საუკეთესო ვარიანტია.

პოგბას, რომლის "ემიუდან" წასვლაც გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, "ბებერი ქალბატონი" წლიური ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობს. "იუვე" მასთან კომპრომისის მიღწევაში დარწმუნებულია.

როგორც აღინიშნება, 29 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება.