საინტერესო ფინანსური დეტალები — მანჩესტერი პოგბას ერთგულების ბონუსს გადაუხდის
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა, რომელიც ამ ზაფხულს კლუბს უფასოდ დატოვებს, "ეშმაკუნებისგან" ერთგულების ბონუსს მიიღებს.
ასე და ამგვარად, როგორ ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი იტყობინება, ინგლისური გრანდი ფრანგ სუპერვარსკვლავს 4,5 მილიონ ევროს გადაუხდის.
მოგეხსენებათ, "ემიუმ" 29 წლის ნახევარმცველი 2016 წელს "იუვენტუსიდან" 105 მილიონად იყიდა. დამატებით 46 მილიონი კლუბმა აგენტ მინო რაიოლას საკომისიოს სახით გადაუხადა.
თავიდან პოგბა წლიურად დაახლოებით 10 მილიონს გამოიმუშავებდა ხელფასის სახით, შემდეგ კი მისი ანაზღაურება 9 მილიონი გახლდათ.
გარდა ამისა, პოლი ყოველ წელს საიმიჯო უფლებებთან დაკავშირებით 3,4 მილიონს, ხოლო გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის 2,2 მილიონს იღებდა.
პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და "იუვენტუსში" დაბრუნებასთან არის ახლოს.