ოფიციალურად: ანტონიო რუდიგერი რეალის ფეხბურთელია

ლონდონის "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი მადრიდის "რეალში" გადავიდა.
"სამეფო კლუბმა" გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ამ უკანასკნელმა ახალ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
რუდიგერი "რეალში" უფასოდ ჩაირიცხა - "ჩელსისთან" მას ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.
"არისტოკრატთა" ღირსებას 29 წლის უკანახაზელი 2017 წლიდან იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან საერთო ჯამში 203 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
რუდიგერმა "ჩელსისთან" ერთად 5 ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ინგლისის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.