MARCA: ჩუამენის სანაცვლოდ პსჟ მეტს იხდის, რეალმა ალტერნატიული ვარიანტების ძიება უკვე დაიწყო
მიუხედავად "პსჟ"-ს ინტერესისა, "რეალს" ნახევარმცველ ორელიენ ჩუამენის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება არ გაუზრდია.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, მადრიდული გრანდი "მონაკოს" ჩამშლელში კვლავ 60+10 მილიონ ევროს ჩამოდის. ეს "სამეფო კლუბის" ბოლო წინადადებაა.
"პსჟ"-ს შეთავაზება ბევრად მომგებიანია. ფეხბურთელის სურვილის დასაკმაყოფილებლად, რომელსაც "რეალში" უნდა გადასვლა, "მონაკოს" დაახლოებით 20 მილიონზე მოუწევს თქმა - ამდენით მეტს იხდიან პარიზელები.
"რეალის" ხელმძღვანელების აზრით, მათი კლუბი კიდევ ერთხელ გახდა უთანასწორო ბრძოლის მონაწილე, რადგან არ არსებობს კონტროლი ე.წ "სახელმწიფო კლუბების" ქმედებებზე.
"ბლანკოსის" ბოსები ფიქრობენ, რომ "პსჟ" ისეთ შეთავაზებებს აკეთებს, რაც ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ პარიზელები ხარჯების დაშვებულ ლიმიტს აჭარბებენ.
"რეალი" უკვე დიდი ხანია ჩუამენის ტრანსფერზე მუშაობს, მაგრამ "პსჟ" მოლაპარაკებებში "გამაოგნებელი" წინადადებით ჩაერთო. მადრიდელებს ამან სირთულეები შეუქმნა.
"რეალი" დანებებას არ აპირებს - კლუბის სპორტულმა მენეჯმენტმა რამდენიმე ფეხბურთელისგან შემდგარი სია უკვე გაამზადა, რომელთაც შეუძლიათ ჩუამენის ალტერნატივად იქცნენ. "სამეფო კლუბი" ახალგაზრდა ფრანგს ნებისმიერ ფასად არ დაიმატებს. ახლა გადაწყვეტილება "მონაკოს" ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს.
2021/22 წლების სეზონში ჩუამენიმ მონაკოელთა რიგებში 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.