ავტორიზაცია

ორი ტოპ ფორვარდი უკვე შერჩეულია — ვის შეძენას ეცდება იუვენტუსი მორატას ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?

ორი ტოპ ფორვარდი უკვე შერჩეულია — ვის შეძენას ეცდება იუვენტუსი მორატას ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?
თარიღი 03 ივნ 2022, 10:57

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" თავდამსხმელებით, გაბრიელ ჟეზუსითა და ტიმო ვერნერით ინტერესდება.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება, "ბიანკონერისთვის" ძირითად ვარიანტად "ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი ფორვარდი, ალვარო მორატა რჩება. ტურინულ გრანდს ამ უკანასკნელის ფასის დაკლება სურს.

აქამდე კლუბები შეთანხმდნენ, რომ "იუვე" ესპანელს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეისყიდიდა, მაგრამ ტურინელთა ბოსებს ეს თანხა ეზედმეტებათ, რადგან ორწლიან იჯარაში უკვე 20 მილიონი გადაიხადეს.

იმ შემთხვევისთვის, თუ "ატლეტიკოსთან" შეთანხმება ვერ მოხერხდება, "იუვენტუსის" დირექტორი, ფედერიკო კერუბინი შეტევის ხაზის გაძლიერების სხვა ვარიანტებს განიხილავს.

ასე და ამგვარად, "ბებერი ქალბატონი" უკვე დიდი ხანია "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუსისადმი იჩენს ინტერესს. გარდა ამისა, კლუბში "ჩელსის" ფორვარდ ტიმო ვერნერის კანდიდატურასაც განიხილავენ.