ავტორიზაცია

"ბუნდესლიგას გაამდიდრებს", - დორტმუნდის ახალწვეული ბაიერნში მანეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"ბუნდესლიგას გაამდიდრებს", - დორტმუნდის ახალწვეული ბაიერნში მანეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება
თარიღი 03 ივნ 2022, 11:28

"დორტმუნდის" ახალწვეული, კარიმ ადეიემი "ლივერპულის" გარემარბ სადიო მანეს "ბაიერნში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, თავად 20 წლის გერმანელი ბორუსიელებმა ამ ზაფხულს "ზალცბურგიდან" 30 მილიონ ევროდ დაიმატეს და "მანჩესტერ სიტიში" წასული ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად განიხილება.

"ჩემი აზრით, მანე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. პირადად მე მირჩევნია ფლანგზე ვიხილო, ვიდრე ცენტრში".

"ბუნდესლიგას გაამდიდრებს. სამწუხაროდ, არა ჩვენს კლუბში", - ციტირებს ადეიემის სიტყვებს ჟურნალისტი, პატრიკ ბერგერი.

ცნობისთვის, 30 წლის სენეგალელს, რომელსაც "ლივერპულთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა.