ავტორიზაცია

გვარდიოლამაც ვერ დაითანხმა — გაირკვა, თუ რატომ იუარა პოგბამ მანჩესტერ სიტიში გადასვლა

გვარდიოლამაც ვერ დაითანხმა — გაირკვა, თუ რატომ იუარა პოგბამ მანჩესტერ სიტიში გადასვლა
თარიღი 03 Jun 2022, 11:42

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას თავის გუნდში ნახევარმცველ პოლ პოგბას ხილვა უნდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, "ქალაქელთა" დამრიგებელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს პირადად შეხვდა, რათა "ქალაქელთა" რიგებში გადასვლაში დაერწმუნებინა. ესპანელმა სპეციალისტმა ფრანგს აუხსნა, თუ რატომ სურს მისი დამატება.

ამის შემდეგ მალევე, "სიტის" დირექტორმა, ჩიკი ბეგირისტაინმა პოგბას კონტრაქტი შესთავაზა - იმხელა ხელფასი არ ექნებოდა, რამდენსაც კევინ დე ბრუინი და ერლინგ ჰოლანდი გამოიმუშავებენ, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა.

პოგბა ამ წინადადების მიღებაზე ფიქრობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში უარი განაცხადა - მიზეზი ერთი მანჩესტერული კლუბიდან მეორეში გადასვლაზე მედიის რეაგირებაა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ მარტში პოლის სახლი გაძარცვეს და საბოლოოდ გადაწყვიტა ადგილის შეცვლა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის სუპერვარსკვლავი "იუვენტუსში" გადასვლასთან არის ახლოს.