ავტორიზაცია

დიბალას სასურველი გუნდი შერჩეული ჰყავს და უკვე 3 ევროპული კლუბი გაისტუმრა უარით

დიბალას სასურველი გუნდი შერჩეული ჰყავს და უკვე 3 ევროპული კლუბი გაისტუმრა უარით
თარიღი 03 ივნ 2022, 12:26

"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაულო დიბალა თავისუფალი აგენტის სტატუსით "ინტერში" გეგმავს გადასვლას.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, თავდამსხმელმა, რომელსაც "ბიანკონერისთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა, "ნიუკასლს", "დორტმუნდს" და "სევილიას" შეუთვალა უარი, რადგან მხოლოდ "ნერაძურიში" სურს თამაში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერი" მზად არის 29 წლის არგენტინელს "3+1" სქემიანი კონტრაქტი გაუფორმოს, სეზონში 6 მილიონ ევროიანი ხელფასით.

აღსანიშნავია, რომ დიბალა "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლიდან იცავდა, სადაც "პალერმოდან" 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

2021/22 წლების სეზონში პაულომ ყველა ტურნირზე ერთად ტურინელთა მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.