ავტორიზაცია

ლანგლე ბარსელონადან წასვლას დათანხმდა და შესაძლოა, პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გადავიდეს

ლანგლე ბარსელონადან წასვლას დათანხმდა და შესაძლოა, პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გადავიდეს
თარიღი 03 ივნ 2022, 12:34

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, კლემან ლანგლე კატალონიური გრანდიდან წასვლას დათანხმდა.

როგორც Catalunya Ràdio წერს, ფრანგი, რომელიც ხავის სამომავლო გეგმებში არ შედის, ორწლიანი იჯარით შეიძლება "ტოტენჰემში" გადავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ლონდონურ კლუბთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

"ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელს უკვე აცნობა, რომ ისინი არ სჭირდება და ლანგლე ამას დიდი გაგებით ეკიდება.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის უკანახაზელს "ბარსასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლამდე აკავშირებს. გუნდს იგი 2018 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში 160 მატჩში მიიღო მონაწილეობა.