ავტორიზაცია

მიუნხენიდან აბარგება გარდაუვალია — გნაბრიმ ბაიერნის მაქსიმალური შეთავაზება იუარა

მიუნხენიდან აბარგება გარდაუვალია — გნაბრიმ ბაიერნის მაქსიმალური შეთავაზება იუარა
თარიღი 03 ივნ 2022, 14:57

"ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ ახალი კონტრაქტის თაობაზე მიუნხენური გრანდის შეთავაზება იუარა.

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, 26 წლის შემტევმა "რეკორდმაისტერთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი თქვა. მას წელიწადში 19 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობდნენ.

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა შეთავაზების გაზრდას არ აპირებს. მხარეებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები აღარ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ გნაბრის მიუნხენელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

გერმანელი "რეკორდმაისტერში" 2017 წლიდან თამაშობს. 2021/22 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა.