ავტორიზაცია

ჩელსიმ ინტერს ლუკაკუს თაობაზე თავისი პირობები დაუსახელა

ჩელსიმ ინტერს ლუკაკუს თაობაზე თავისი პირობები დაუსახელა
თარიღი 03 ივნ 2022, 21:59

რომელუ ლუკაკუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა „ინტერში“ დაბრუნდეს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელისთვის მილანურ გუნდში დაბრუნება აბსოლუტური პრიორიტეტია და ის „ჩელსისგან“ ტრანსფერის მოთხოვნას აპირებს, რადგან „სტემფორდ ბრიჯზე“ წარუმატებელი სეზონის შემდეგ დარჩენა აღარ უნდა.

თავის მხრივ, „ჩელსი“ არ არის წინააღმდეგი ფეხბურთელი გაუშვას და „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც მზადაა ბელგიელი მხოლოდ იჯარით დაიმატოს.

„პენსიონერები“ ბელგიელის ერთწლიან იჯარაში 20 მილიონ ევროს ითხოვენ და მხარეებს შორის ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ერთი წლი სწინ „ჩელსიმ“ ლუკაკუ სწორედ „ინტერიდან“ 105 მილიონ ევროდ გადაიბირა.