ავტორიზაცია

ბაიერნმა ლევანდოვსკის შემცვლელად 100-მილიონიანი თავდამსხმელი შეარჩია

ბაიერნმა ლევანდოვსკის შემცვლელად 100-მილიონიანი თავდამსხმელი შეარჩია
თარიღი 04 ივნ 2022, 10:25

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად "ნაპოლის" ფორვარდს, ვიქტორ ოსიმჰენს განიხილავს.

როგორც Corriere dello Sport-ი წერს, მიუნხენური გრანდი ნეაპოლელებს 23 წლის ფეხბურთელის თაობაზე უკვე დაუკავშირდა. ეს პოლონელი სუპერვარსკვლავის ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოხდა, რომელსაც სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა.

"ნაპოლი" ნიგერიელს 110 მილიონ ევროდ აფასებს და მას 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის. ფორვარდისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ნიუკასლიც" იჩენენ.

იანვარში "კაჭკაჭებმა" ნეაპოლელებს ოფიციალური წინადადებით მიმართეს. ფაბიან რუისისა და ოსიმჰენის სანაცვლოდ კლუბი 100 მილიონს იხდიდა, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ "ნაპოლის" "ემიუსა" და "არსენალის" შეთავაზებებიც მიუვიდა.

გასულ სეზონში ოსიმჰენმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.