ავტორიზაცია

"ჯერ ვერ ვიყიდით", - ბარსას ვიცე-პრეზიდენტმა ახსნა, თუ რა შემთხვევაში შედგება ლევანდოვსკის ტრანსფერი

"ჯერ ვერ ვიყიდით", - ბარსას ვიცე-პრეზიდენტმა ახსნა, თუ რა შემთხვევაში შედგება ლევანდოვსკის ტრანსფერი
თარიღი 04 Jun 2022, 13:24

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ განაცხადა, რომ კატალონიური გრანდი "ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ჯერ ვერ შეიძენს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამის მიზეზად კლუბის რთულ ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს.

"ლა ლიგის წესების გამო, ამჟამად მისი ყიდვა შეუძლებელია. მაგრამ თუ მისი ხელფასისა და სატრანსფერო ღირებულების სამჯერ შემცირებას მოვახერხებთ, შესაძლებელი იქნება", - ციტირებს რომეუს სიტყვებს El Español-ი.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავი, რომელსაც მიუნხენურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ წელს ეწურება, სამუშაო ადგილის შეცვლის სურვილს ღიად აფიქსირებს.

2021/22 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" ღირსება 46 მატჩში დაიცვა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.