ავტორიზაცია

"ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარი დავკარგე", - ტევესმა მამის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა

"ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარი დავკარგე", - ტევესმა მამის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა
თარიღი 04 ივნ 2022, 15:27

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, კარლოს  ტევესმა კარიერის დასრულება დაადასტურა.

"კარიერა დავასრულე, ვადასტურებ. ბევრი გუნდისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ როგორც ფეხბურთელმა უკვე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ამიტომაც მშვიდად ვარ", - ციტირებს 38 წლის ვეტერანის სიტყვებს TyC Sports-ი.

არგენტინელმა აღნიშნა, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მამამისის გარდაცვალებამ იმოქმედა.

"ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარი დავკარგე და ამის გამო თამაში აღარ მინდოდა", - თქვა კარლოსმა.

კარიერის მანძილზე ტევესს "ბოკა ხუნიორსში", "კორინთიანსში", "ვესტ ჰემში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "მანჩესტერ სიტიში", "იუვენტუსსა" და "შანხაი შენხუაში" უთამაშია. მისი ბოლო კლუბი "ბოკა" გახლდათ, საიდანაც გასულ ზაფხულს წავიდა.

ტევესი ინგლისის 3-გზის ჩემპიონია: ორჯერ "იუნაიტედის", ერთხელ კი "სიტის" რიგებში. "ემიუსთან" ერთად მან 2008 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. "იუვენტუსის" რიგებში იტალიის ჩემპიონის ტიტულს 2-ჯერ დაეუფლა.

გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებთან ერთად კარლოსი 2004 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.