ავტორიზაცია

12-წლიანი ურთიერთობა დასრულდა — პიკემ და შაკირამ დაშორების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

12-წლიანი ურთიერთობა დასრულდა — პიკემ და შაკირამ დაშორების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
თარიღი 04 ივნ 2022, 16:48

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ და სახელგანთქმულმა მომღერალმა, შაკირამ დაშორება ოფიციალურად დაადასტურეს.

წყვილმა ამის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელა:

"მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი გზები იყოფა".

"ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, კონფიდენციალურობის დაცვას ვითხოვთ. მადლობა გაგებისთვის", - წერია განცხადებაში.

ესპანელმა ფეხბურთელმა და კოლუმბიელმა მომღერალმა ერთად თითქმის 12 წელი იცხოვრეს, მაგრამ ოფიციალურად არ ყოფილან დაქორწინებულები. მათ ორი შვილი ჰყავთ - მილანი (9 წლის) და საშა (6 წლის).

აქამდე არსებული ცნობით, ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს პიკეს მხრიდან ღალატის გამო დაშორდა.