ავტორიზაცია

ესპანური მედია: გაირკვა, თუ როდისთვის გეგმავს ბარსელონა ლევანდოვსკის ტრანსფერის დახურვას

ესპანური მედია: გაირკვა, თუ როდისთვის გეგმავს ბარსელონა ლევანდოვსკის ტრანსფერის დახურვას
თარიღი 04 Jun 2022, 17:25

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

კატალონიურ გრანდს გარიგების დახურვა ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში სურს, რათა პოლონელს ახალ გუნდთან ერთად წინასასეზონო მზადებისთვის საკმარისი დრო ჰქონდეს.

"ბლაუგრანა" 33 წლის სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 30 მილიონ ევროს (+ ბონუსები) შესთავაზებს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

"ბაიერნი", რომელსაც თავიდან ლევანდოვსკის გაყიდვა არ უნდოდა, მზადაა პოზიცია შეიცვალოს, რადგან შიშობს, რომ შესაძლოა, ფორვარდმა კონტრაქტი გაწყვიტოს. ფიფას წესდების მე-17 პუნქტის თანახმად, 28 წელს მიღწეულ ფეხბურთელებს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაწყვეტის უფლება აქვთ.

თუ რობერტი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ მიუნხენური გრანდისთვის კონტრაქტში გათვალისწინებული ბოლო წლის ხელფასის ანაზღაურება მოუწევს - საუბარია დაახლოებით 24 მილიონ ევროზე, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე "ბარსა" იხდის, იუწყება ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი.

2021/22 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" ღირსება 46 მატჩში დაიცვა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.

TOP.GE