ავტორიზაცია

"ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა", - კიელინიმ განმარტა, თუ რა შემთხვევაში დარჩებოდა იუვენტუსში

"ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა", - კიელინიმ განმარტა, თუ რა შემთხვევაში დარჩებოდა იუვენტუსში
თარიღი 04 Jun 2022, 17:57

"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი მცველის, ჯორჯო კიელინის განცხადებით, იტალიის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გასულიყო, ტურინულ გრანდში დარჩებოდა.

"დიახ, "იუვენტუსში" თამაშს გავაგრძელებდი, რადგან მუნდიალზე, რომელსაც ჩემთვის ბედნიერება არასოდეს მოუტანია, ისტორიის შეცვლა მინდოდა".

"ძალიან ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა", - ციტირებს 37 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Football Italia.

მოგეხსენებათ, კიელინი "ბიანკონერის" ღირსებას 2005 წლის ზაფხულიდან იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 561 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 25 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ჯორჯომ "იუვეს" რიგებში 9 სკუდეტო მოიგო და 5-ჯერ იტალიის თასის მოგება იზეიმა. გარდა ამისა, იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.