ავტორიზაცია

"მე ვერ დავინახე, რომ რონალდუ იმედგაცრუებულია", - რატომ დატოვა სანტუშმა კრიშტიანუ ესპანეთთან მატჩში თადარიგში?

"მე ვერ დავინახე, რომ რონალდუ იმედგაცრუებულია", - რატომ დატოვა სანტუშმა კრიშტიანუ ესპანეთთან მატჩში თადარიგში?
თარიღი 05 ივნ 2022, 00:14

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ესპანეთთან ერთა ლიგის მატჩში რონალდუს სკამზე დატოვებაზე ისაუბრა.

სპეციალისტის აზრით, 37 წლის ვეტერანს არანაირი პრობლემა არ აქვს და ხაზი იმას გაუსვა, რომ რონალდუ დღემდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რჩება.

„მე ვერ დავინახე, რომ რონალდუ უკმაყოფილო იყო. კრიშტიანუ - დღემდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

მე ვირჩევ ჩემ სტრატეგიას, თუმცა შემდეგ მატჩში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ყველა მატჩში ყველა ფეხბურთელი ვერ ითამაშებს.“ - აღნიშნა მწვრთნელმა.

შემდეგ მატჩშ პორტუგალია შვეიცარიის წინააღმდეგ 5 ივნისს გამართავს.