ავტორიზაცია

შესაძლოა, ამ ზაფხულს იუვენტუსმა და არსენალმა ფეხბურთელები გაცვალონ

შესაძლოა, ამ ზაფხულს იუვენტუსმა და არსენალმა ფეხბურთელები გაცვალონ
თარიღი 05 ივნ 2022, 20:59

ლონდონის "არსენალის" მარჯვენა მცველმა, ექტორ ბელერინმა კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ადგილობრივ მედიაში იწერება, ესპანელი უკანახაზელით "იუვენტუსი" და "რომა" არიან დაინტერესებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ტურინელებმა "მეთოფეებს" 27 წლის ფეხბურთელის ალექს სანდროში გაცვლა შესთავაზონ - ამ შემთხვევაში, ორივე მათგანი ახალ გუნდში იჯარით გადავა.

მოგეხსენებათ, გასული სეზონი ბელერინმა არენდით "ბეტისში" გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ "არსენალის" საკუთრებაში მყოფი გამოცდილი მცველის საიჯარო ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება და ანდალუსიური გუნდის რიგებს დატოვებს.