ბულგარეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, საქართველოს ნაკრები სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.
ცნობილია იმ 11 ფეხბურთელის ვინაობა, ვინც დღევანდელ მატჩს ძირითადში დაიწყებს:
ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კვერკველია, აზაროვი, აბურჯანია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.
მოგეხსენებათ, პირველი ტურის მატჩში საქართველომ 2 ივნისს შინაურ კედლებში გიბრალტარი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
GOAL.GE ბულგარეთიდან