ავტორიზაცია

VIDEO: უკრაინა დამარცხდა — უელსი 1958 წლის შემდეგ პირველად მუნდიალზე ითამაშებს!

თარიღი 05 ივნ 2022, 22:10

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ფინალურ მატჩში უელსის ნაკრებმა შინაურ კედლებში უკრაინას უმასპინძლა.

კარდიფში გამართული დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა - უკრაინელთა შემტევმა, ანდრეი იარმოლენკომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ჯამში, ამ ავტოგოლმა საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზურის ბედი გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ უელსელები მსოფლიო ჩემპიონატზე 1958 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ.

მოგეხსენებათ, ყატარში გასამართი 2022 წლის მუნდიალი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.